weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

16:23 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ექიმმა განაცხადა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 11:25 საათზე შეიყვანეს.

„თავის არეში მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. დაკარგული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა“, – განაცხადა ექიმმა.

ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით ჰქონდა მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

 

ამ თემაზე:

ხაშურში კაცმა ყოფილ ცოლს ცემამდე სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]