weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბორჯომში 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

16:23 შაბათი, 09 ნოემბერი 2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ახლობლების თქმით, არ იციან რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის 1470 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან მხოლოდ 6 საქმეა გახსნილი.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სუიციდი და სუიციდის მცდელობა 6.5 %-ით არის გაზრდილი.

შსს-ს მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობის მცდელობის 219 შემთხვევა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს ცხვარიჭამიის ტყეში. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.

6 ნოემბერს ბათუმში 23 წლის ბიჭმა მოიკლა თავი. ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა: „აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით...“

თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ფსიქოლოგების მტკიცებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“... გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა, მაშინ: შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ. აგრძნობინე, რომ უსმენ; წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]