weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დააპატიმრეს პოლიციელი, რომელმაც წალენჯიხაში თანამშრომლის მოკვლა სცადა

20:17 ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019

ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს ბესო ფიფიას, რომელიც ბრალდებულია თანამშრომლის, მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობაში.

წალენჯიხაში პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება 3 დეკემბერს მოხდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს თანამშრომელთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა, 3 დეკემბერს კი, მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

ადვოკატი ბრალდებულისთვის 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]