weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვართან დაჭრილი 26 წლის რამინ ბაქიროვია

12:20 ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე 26 წლის რამინ ბაქიროვია. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრია.

ბაქიროვი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში მწყემსად მუშაობდა.

ბაქიროვის ოჯახის წევრებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რომ რამინს რამდენიმე სული ცხვარი საზღვრისკენ გაექცა, რა დროსაც მათი მობრუნება სცადა. საზღვარი საძოვრიდან 5-10 მეტრშია. ოჯახის წევრების თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბაქიროვს გაუფრთხილებლად ესროლეს. ახალგაზრდა თავის არეშია დაჭრილი და ის განჯაში, ჰოსპიტალშია მოთავსებული.

იორმუღანლოში მცხოვრები ეთნიკური აზრებაიჯანელები „პერევალს“ უწოდებენ იმ ადგილს, სადაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. მათივე ინფორმაციით, „პერევალი“ ახლოს არ არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან.  

„მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და ინციდენტი უდაბნოს ტერიტორიაზე მოხდა.

დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ამბობს, რომ ინციდენტი დავით-გარეჯის ტერიტორიაზე არ მომხდარა. უდაბნოს მონასტერი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში და აზერბაიჯანული მხარისგან მიღებული ცნობებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. სამინისტროს განცხადებით, პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

ამ თემაზე:

მესაზღვრეებმა მეცხვარის ძაღლებს ესროლეს და სავარაუდოდ მწყემსს მოხვდა - Day.Az

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]