weather cur horoscope tv
აგვისტო 08, 2020

მესაზღვრეებმა მეცხვარის ძაღლებს ესროლეს და მწყემსს მოხვდა - Day.Az

14:44 ოთხშაბათი, 11 დეკემბერი 2019 hits 1209

საინფორმაციო სააგენტო Day.Az. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინციდენტი, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე 26 წლის რამინ ბაქიროვი დაიჭრა, ე.წ. ჯეირანჩოლთან ახლოს მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ ცხვრის ფარასთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სცადა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს. მეცხვარის ძაღლები მესაზღვრეებს თავს დაესხნენ, მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, მაგრამ ძაღლები ვერ მოიგერიეს და მათ ესროლეს. Day.Az წერს, რომ სავარაუდოდ ამ დროს დაიჭრა მწყემსიც, ის თავის ცხენთან ერთად მიწაზე დაცემული იპოვეს. სააგენტოს ინფორმაციით, მესაზღვრეებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დღეს, დილით, „რეგინფომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაჭრილი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 26 წლის რამინ ბაქიროვია. ბაქიროვი საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში მწყემსად მუშაობდა. დაჭირილის ოჯახის წევრების თქმით, რამინი ცხვრის მობრუნებას ცდილობდა, რა დროსაც მას პირდაპირ ესროლეს, გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე. 26 წლის ახალგაზრდა თავშია დაჭრილი. ის განჯის საავადმყოფოშია მოთავსებული. აზერბაიჯანულ მხარეზე დაყრდნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სმაინისტრო აცხადებს, რომ დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

საქმეს აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურა იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]