weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბოლნისის ორ სოფელში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21:57 ხუთშაბათი, 14 მაისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7 სოფელ მუშევანს უკავშირდება, 8 სოფელ გეტას კლასტერს.

კორონავირუსზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში 131 პირი შეამოწმეს, 86 ნიმუშიდან 15 შემთხვევა დადასტურდა, 45 ნიმუშის კვლევა კი გრძელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ სოფლებში მოსახლეობა მთლიანად იქნება გამოკვლეული.

შეგახსენებთ, 1-ელ მაისს, სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს კორონავირუსით ინფიცირებული 7 პირის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივებმა სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს და სოფლის დატოვება აიძულეს. ინფიცირებული პირები სტაციონარში მეორე დღეს გადაიყვანეს.

14 მაისს 21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 383, გარდაცვლილია - 12, კარანტინის რეჟიმში - 3873 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პაციენტი.

22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით

  • 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
  • 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
  • ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
  • 14 მაისიდან მოხსნილია შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე, 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.
  • 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]