weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩაიკეტება თუ არა სოფელი ყაურმა - მერი და მერის რწმუნებული სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ

17:49 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირზე სოფელ ყაურმის ჩაკეტვა გადაწყდა. გამოცემა წერს, რომ სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელმა ეგორ თოროიანმა უკვე მიიღო ბრძანება სოფლის ჩაკეტვის შესახებ. მანვე გამოცემას დაუდასტურა, რომ 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული გამოუშვეს, სოფელში თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი.

ინფორმაცია სოფლის ჩაკეტვის შესახებ, ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა ,,რეგინფოსთან“ უარყო - ,,არ არის საშიშროება იმისა რომ გავრცელდეს ინფექცია, რადგან პაციენტს სუსტად ჰქონდა გამოვლენილი ვირუსი. ამიტომ არაა აუცილებელი სოფლის ჩაკეტვა. მხოლოდ პირველად კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახის წევრები არიან გადაყვანილი კარანტინში, პაციენტთან ერთად, ხოლო ვისთანაც მეორადი კონტაქტი ჰქონდა, იმყოფებიან 14 დღიან თვითიზოლაციაში. სოფლის ცხოვრება კი ჩვეულ რეჟუიმში გაგრძელდება არაფერია საგანგაშო.“

ანივარდ მოსოიანის თქმით, ჩატარდა კონტაქტების მოკვლევა და დამატებით რეკომენდაციებს ელოდება ჯანდაცვის უწყებიდან. მერმა კოვიდინფიცირებულის ასამდე პირთან შემხებლობის ინფორმაციაც არ დაადასტურა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრები 44 წლის კაცი გუდაურის საკარანტინე ზონიდან შინ 31 მაისს ექიმების შეცდომის გამო დაბრუნდა. მას ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც უკვე კარანტინში არიან, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტის განმეორებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის კოვიდინფიცირებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]