weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კოვიდინფიცირებული სოფელში ორ დაკრძალვას დაესწრო - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

12:43 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ნონოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცის კონტაქტების მოკვლევისას აღმოჩენილ ახალ დეტალებზე წერს „სამხრეთის კარიბჭე“. იმ ორი დღის განმავლობაში, რაც საკარანტინე ზონიდან ექიმების შეცდომის გამო დაბრუნებულმა სოფელში დაჰყო, პაციენტი ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

„სულ რაღაც დღე ნახევარი იყო ეს ადამიანი სოფელში, მაგრამ ორ გასვენებას დაესწრო“ - უთხრა ,,სამხრეთის კარიბჭეს“ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა.

ადგილობრივები გაურკვევლობაში არიან და რეკომენდაციებს ელოდებიან, რადგან ვერ ბედავენ ინფიცირებულის სახლთან მიახლოებას უპატრონოდ დატოვებული პირუტყვის მოსავლელად.

სოფელ ყაურმის მკვიდრი 44 წლის კაცი რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინს გუდაურის ერთერთ სასატუმროში გადიოდა. ექიმებს მისი ტესტი სხვისაში აერიათ და 31 მაისს შინ გაწერეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს რომ პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა. ორი დღის შემდეგ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

განმეორებითი ტესტის გუშინ დადასტურებული შედეგით ის კოვიდინფექციის მიმართ სუსტად დადებითია. მისი ოჯახი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]