weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

"შვილების შეშინების მიზნით ისროლა" - უფლებადამცველი ვარკეთილის შემთხვევაზე

16:00 პარასკევი, 05 ივნისი 2020 hits 323

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ მოქალაქესთან მოლაპარაკებები გრძელდება. სამართალდამცველებისთვის მისი ვინაობა ცნობილია, ასევე ცნობილია, რომ მას წარსულში შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

სროლის დროს შინ მისი 16 და 23 წლის შვილები იმყოფებოდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ცოლიც და შვილებიც პოლიციის განყოფილებაში არიან.

უფლებადამცველი დავით ცინცქილაძე, რომელიც ამ დროს შემთხვევით კორპუსის სიახლოვეს იმყოფებოდა, ჰყვება, რომ ის 45 წლამდე კაცის შვილს ესაუბრა. პოლიციას დახმარებისთვის, სწორედ შვილმა მიმართა.

„ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ის არის არაადეკვატური, ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს. დღესაც ამ ადამიანის არაადეკვატური ქცევის გამო, ოჯახში მოხდა კონფლიქტი. ის დაუპირისპირდა ბავშვებს მათ შორის ერთ არასრულწლოვანს. სწორედ მათი შეშინების მიზნით, პირველად სახლში, იატაკის მიმართულებით გაისროლა მეორე გასროლა კი გარეთ  ჰაერში განახორციელა,“ - ამბობს ცინცქილაძე.

ამ დრომდე სახლში ჩაკეტილი რჩება კაცი, რომელმაც დღეს დაახლოებით 13:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. სამართალდამცავები მასთან ჩაბარების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]