weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

19:03 პარასკევი, 12 ივნისი 2020
ფოტო © რადიო ათინათი ფოტო © რადიო ათინათი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სასულიერო პირთან და მასთან ერთად იგივე ბრალდებით დაკავებულ მოქალაქესთან დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესი“ ავრცელებს.

ადვოკატმა ჯიტა გულუამ განაცხადა, რომ ბერს, გიგა ქავთარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3-წლიანი პირობით მსჯავრი და 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა, ხოლო რომან მალანიას, 6 თვით პატიმრობა, 3-წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000-ლარიანი ჯარიმა.

გიგა ქავთარაძე და რომან მალანია დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში, გასული წლის დეკემბერში დააკავეს. მალანია 2 დეკემბერს დააკავეს, 4 დეკემბერს კი ქავთარაძე პოლიციას თვითონ ჩაბარდა. როგორც მან თქვა, მას ეკუთვნის ჩანთა, რომელშიც პოლიციამ ნარკოტიკები (მეტადონი) აღმოაჩინა.

საპატრიარქოს პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, გიგა ქავთარაძე 2014-2015 წელს ბერად ათონის მთაზე აღკვეცეს და იქ ცხოვრობდა, საქართველოში კი 2017 წელს დაბრუნდა. საპატრიარქოს განცხადებით, ის ქართული ეკლესიის წევრი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]