weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წარმატებას ვუსურვებ მათ „ფორმულაზე“ – წერეთელი ტვ პირველიდან წასულ ჟურნალისტებზე

12:41 შაბათი, 13 ივნისი 2020

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორები, ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი „ფორმოულაზე“ გადავიდნენ. მისივე თქმით, ისინი არხიდან არავის გაუშვია და არც მათ თავისუფლებაში ჩარეულა ვინმე.

„ეკრანიდან არ გამიგია, რომ „პოლიტმეტრი“ ტოვებდა „ტვ პირველს“, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში. უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ „ფორმულაზე“. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს“, – დაწერა ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში.

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე „პოლიტმეტრის“ ხუთკაციანმა სარედაქციო ჯგუფმა, ტელეკომპანია „პირველი“ დატოვეს. როგორც ჟიჟილაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს.

„ჩვენ ამ არხზე, თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა „პოლიტმეტრის“ დასასრულს.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მაყურებელი „პოლიტმეტრს“ აუცილებლად იპოვის სხვა სივრცეში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ „ფორმულაზე“ გააგრძელებენ თუ არა მუშაობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]