weather cur horoscope tv
სექტემბერი 27, 2020

ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს - ბაკურიძე

14:45 კვირა, 21 ივნისი 2020 hits 515

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი), თურქეთის საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მინსკში გაემგზავრა. 

თამაზ ბაკურიძემ ამის შესახებ აჭარის ტელევიზიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„შაბათის ღამეს, ძალოვნების თანხლებით, თურქეთის საპატიმროდან სასწრაფოდ გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში, სადაც მისცეს რამდენიმე საათი თურქეთის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ დააბრუნებდნენ საპატიმროში. ვინაიდან და რადგანაც, იმ დროისთვის მხოლოდ ერთი - მინსკს მიმართულებით იყო ავიარეისი, გადაწყვიტეს, რომ გამგზავრებულიყო მინსკში. 

ჩემი ინფორმაციით, ის ხვალამდე დარჩება ბელარუსის საემიგრაციო სამსახურის დაქვემდებარებაში და შემდეგ საით გაამგზავრებენ, ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენი ერთ-ერთი მთვარი მიზანი იყო, რომ მას დაეტოვებინა თურქეთის საპატიმრო, რადგან იქ არაჰუმანურ, არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა და იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო“, - განცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ქართულ მხარეს ლავასოღლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

პირველი ივნისიდან ბათუმში ლავასოღლის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და მოითხოვდნენ თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

აქციების დაწყების შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას“.

საქართველოში ლავასოღლის 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 2018 წლის 21 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის კანონიერი ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოტანის დროს ლავასოღი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამავე წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთში, თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დააკავეს. 2019 წლის ივნისში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლავასოღლის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, რომ საქართველომ თურქეთს კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარუდგინა მსჯავრდებულის ექსტრადიციისთვის საჭირო არგუმენტები, შესაბამისად, 6 თვის შემდეგ ლავასოღლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება იმავე დღეს მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]