weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კილაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გამო შეშფოთებული ვარ – გერმანიის ელჩი NGO-ებს

11:25 პარასკევი, 26 ივნისი 2020

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა საქართველოში მოქმედი 52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ, კომიტეტის ახალ წევრად არ აირჩიონ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი სოფიო კილაძე.

გერმანიის ელჩი ერთერთი ხელმომწერი ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს პასუხობს, რომ შეშფოთებულია სოფიო კილაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით.

„ჩვენმა მისიამ ჟენევაში გამომიგზავნა თქვენი კომუნიკაცია არაერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქალბატონ სოფო კილაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების გამო.

სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის შეტევებს ადგილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს - განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამწუხაროდ პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ, რომ ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა საკითხებსა და პროცესებთან დაკავშირებით ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად.

ასევე, გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ მისია ჟენევაში იღებს ადეკვატურ ინფორმაციას ამ და სხვა საელჩოებიდან იმისთვის, რომ თითოეულ წარდგენილ კანდიდატთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს მოსაზრება.

მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ მიმართვას ჟენევის მისიების მისამართით“, – ნათქვამია გერმანიის ელჩის წერილში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს 22 ივნისს მიმართა. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაარღვია გაეროს რეკომენდაციები და კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძე საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩია. განცხადების ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ კილაძის არც კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა არ იძლევა მისი შერჩევის ლეგიტიმაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]