weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„პოლიტმეტრი“ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ 3 ივლისიდან გავა

12:00 პარასკევი, 26 ივნისი 2020

გადაცემა „პოლიტმეტრი“, რომლის წამყვანებმა და სარედაქციო გუნდმა „ტვ პირველი“ ცოტა ხნის წინ დატოვეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 3 ივლისიდან გავა. ამის შესახებ „ფორმულას“ დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

„პოლიტმეტრი“ ეთერში კვირაში ორჯერ - სამშაბათს და პარასკევს, 21:00 საათზე გავა.

„დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც გამორჩეული ჟურნალისტები - ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია შემოუერთდნენ „ფორმულას“ გუნდს თავისი საავტორო გადაცემით. „პოლიტმეტრი“ 3 ივლისიდან დაიწყება, 9 საათზე. კიდევ ერთი ძალიან კარგი ჟურნალისტი - სალომე უგულავა დაემატა ჩვენს გუნდს. ის კვირაში ორჯერ იქნება 5-საათიანი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი და თითო-თითო დღე ექნებათ ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილსა და სოფო ზურაბიანს. 5-საათიანი ნიუსის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკურ გადაცემებს, თოქ-შოუებს, იმიტომ, რომ ქვეყანა შედის წინასაარჩევნო რეჟიმში და ბუნებრივია, პოლიტიკური კონტენტი უფრო მრავალფეროვანი და მეტი გახდება“, – განაცხადა გუმბარიძემ.

ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე „პოლიტმეტრის“ ხუთკაციანმა სარედაქციო ჯგუფმა, ტელეკომპანია „პირველი“ 12 ივნისს დატოვეს. როგორც ჟიჟილაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს.

„ჩვენ ამ არხზე, თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა „პოლიტმეტრის“ დასასრულს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]