weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სვანეთის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

17:07 ორშაბათი, 06 ივლისი 2020
ფოტო: სვანეთის ხაიში / Facebook ფოტო: სვანეთის ხაიში / Facebook

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ქრობის სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.

იდლიანის თემში, მთის კლდოვან ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება გუშინ შენიშნეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან შეტყობინების შესვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა 20 მეხანძრე-მაშველი ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, ხოლო დღეს, სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის ჩართვა.

„რეგინფოსთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ცეცხლი ორ ჰექტარზეა გავრცელებული.

ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]