weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მესტიაში ტყე იწვის – ხანძრის ქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

10:49 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო. გარდა მაისა, ადგილზე იმყოფება 20 მეხანძრე-მაშველი.

„რეგინფოსთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ხანძარი ფიჭვნარში, წინასწარი შეფასებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე თქმით, გუშინდელთან შედარებით დაკვამლიანება შემცირებულია.

„სავარაუდოდ, მეხანძრეები დღის ბოლომდე შეძლებენ ცეცხლის ლოკალიზაციას“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მთის ფერდობზე ძლიერი დაკვამლიანება გუშინ, 6 ივლისს შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი გამოცხადდა. ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

ტყეში ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]