weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აჭარაში კორონავირუსი ერთ ოჯახში 5 ადამიანს დაუდასტურდა, წყარო ტრაილერის მძღოლია

14:36 შაბათი, 11 ივლისი 2020

აჭარაში კორონავირუსული ინფექცია ერთი ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ინფიცირების წყარო სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რომელიც 9 ივლისიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ნინო ნიჟარაძის ცნობით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი საქართველოში ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით 2 ივლისს შემოვიდა, 3 ივლისს ის ოჯახში იმყოფებოდა, შემდეგ კი თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა.

„როდესაც უკან დაბრუნდა, 9 ივლისს, სარფში PCR ტესტით დაუდასტურდა ვირუსი და სამკურნალოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სავარუდოდ, ინფიცირების თარიღია 3 ივლისი, როდესაც ის ოჯახში იყო. რაც შეეხება ამ 5 პირს, მათგან ორი არასრულწლოვანია - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის. ჯერჯერობით ოჯახის გარეთ კონტაქტებიდან დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების ძიება. 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი თითოეულ მათგანზეა დაწესებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს, 11 ივლისს, კორონავირუსის სულ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი აჭარაში. ბოლო 24 საათში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-ცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]