weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ადიდებულმა მდინარეებმა რაჭაში საავტომობილი გზები და ხიდები წაიღო

11:08 ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 hits 508

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო მდინარე რიონი  და მისი შენაკადები ადიდდა, რის შედეგადაც სოფლებთან მისასვლელი გზები და ხიდები ნაწილობრივ ან სრულადაა წაღებული. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სახლები.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ონის მერის წარმომადგენელმა უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მელიტონ მეტრეველმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაზიანებულია სახლები, ხიდები და უწერამდე მისასვლელი გზა. მძიმე ვითარებაა გლოლასა და გომში, ასევე ჭიორაში, სადაც მდინარე შხიროლი ადიდდა. მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი სოფელი ღები.

ძლიერი წვიმა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია, რაჭაში გუშინ, 28 ივლისის საღამოს დაიწყო. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ განცხადებით, ადიდებულმა რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს. კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ბრიგადები გადაადგილებას დაზიანებული გზების გამო ვერ ახერხებენ.

ამ თემაზე:

რაჭაში, სტიქიის ზონაში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ – მთავრობა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]