weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

17 წლამდე ბავშვებს მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება

12:29 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ბავშვები დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. გახარიას თქმით, მთავრობის სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფი ახალგაზრდები არიან.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, 17 წალმდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, როგორც გახარიამ თქვა, ყველა სტუდენტი, რომელიც სოციალურად დაუცველია და ქულების ოდენობა 150-მდე აქვს, 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.

„ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სახელმწიფო 2020-2021 წლის სწავლის საფასურს დაუკომპენსირებს და ეს არის 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში 33 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს“, – განაცხადა გახარიამ.

 

ამ თემაზე:

როდის მიიღებენ 17 წლის ჩათვლით ბავშვები დახმარებას – ტიკარაძის განმარტება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]