weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

როდის მიიღებენ 17 წლის ჩათვლით ბავშვები დახმარებას – ტიკარაძის განმარტება

13:13 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დააზუსტა, რომ ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას საქართველოს მოქალაქეები, 17 წლის ჩათვლით ბავშვები მიიღებენ. მანამდე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დახმარება 17 წლამდე ბავშვებზე გაიცემოდა.

ტიკარაძის თქმით, ჩაირთვება ვებ-პორტალი, სადაც კომპენსაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტები აიტვირთება.

„განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩემი მოადგილე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს, რა საჭირო დოკუმენტები იქნება წარმოსადგენი იმისთვის, რომ ბავშვებმა კომპენსაცია მიიღონ.

ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად, საჭირო დროს მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის.

შემდეგ კვირაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, ასევე, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, განაცხადა ტიკარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]