weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ახალქალაქში 27 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

10:45 კვირა, 09 აგვისტო 2020 hits 599

ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამცხე - ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი“, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. სამართალდამცველებს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ახალქალაქში წუხელ კერძო პირის მფლობელობაში არსებული სასტუმრო და 4 სახლი გადაწვეს. არსებული ინფორმაციით, რბევა სოფელ კულიკამში მცხოვრები 27 წლის მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ცენტრალურ პარკთან მოხდა. დაჭრილია ერთი ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]