weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

COVID-19-ის გავრცელების გამო მესტიაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება იგეგმება

14:59 ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 hits 253

„სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც მესტიაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის დაფიქსირებას ეხებოდა.

გახარიას თქმით, მესტიაში გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო პერსონალი, რომელიც იქ მყოფი მოქალაქეების აქტიურ ტესტირებას დაიწყებს.

„გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. ყველა იქნება მიხედილი და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. საპანიკო არაფერია, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს ისეთი რისკები, რომლებიც შეიძლება ემოციების საფუძველი გახდეს.

იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთელ საქართველოში მობილიზებულია საჰოსპიტალო სისტემა იმისთვის, რომ თუ ინფიცირებულების გარკვეული ზრდა გვექნება, წყნარად და მშივიდად ვმართოთ ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა, სოფელ ლენჯერში მცოხვრები ოჯახის წევრებს კორონავირუსი თბილისიდან ჩასული სტუმრისგან, მათივე ოჯახის წევრისგან გადაედოთ. როგორც ნინო ვიბლიანი ამბობს, ჩატარდა 37 ტესტი, საიდანაც 17-ზე დადებითი პასუხი მიიღეს. 7 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]