weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 975 ადამიანიდან COVID-19 ორს აღმოაჩნდა

15:13 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 hits 804

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორივე ინფიცირებულს ლენჯერის თემთან აქვს კავშირი.

„ამ ორიდან ერთ-ერთი მესტიაში ცხოვრობს. ამიტომ ტესტირება დღეს დაბა მესტიაში ფართოვდება, ასევე რამდენიმე სოფელში. გუშინ დამთავრდა გუშინწინ აღებული დაახლოებით 975 ნიმუშის გამოკვლევა და იქიდან ორია მხოლოდ დადებითი. ერთის მხრივ, ეს პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძელვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინდელი მონაცემებით, ლენჯერის თემს კორონავირუსის 30 შემთხვევა უკავშირდებოდა.

10 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ, ხოლო ყველას, ვინც მესტიას დატოვებს, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ამასთან, კარანტინში გადაჰყავთ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტები.

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პირველ წყაროდ სოფელ ლენჯერში სტუმრად ჩასული მამაკაცია მიჩნეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]