weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზემო სვანეთში ყველა სოფელი, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნება

12:44 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. ამის შესახებ საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„დღეს, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. არნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება და არსებული ვიტარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და შეიქმნება ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება შეზღუდული არ იქნება.

„გაკეთებული 3509 „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა. კორონა ვირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა. აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული“, – განაცხადეს მესტიის მუნიციპალიტეტში გუშინ, 18 აგვისტოს.

10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია მესტიის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დამატებითი საკარანტინე შეზღუდვებია დაწესებული დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სვანეთში მყოფი ტურისტები საკარანტინო სივრცეები გადაიყვანეს.

ორი დღის წინ, საკარანტინო შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, ლენჯერის მცხოვრებლების ნაწილმა გზა გადაკეტა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]