weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მძღოლი, რომელიც სურამში დედა-შვილს დაეჯახა, დააკავეს

15:04 კვირა, 06 აგვისტო 2017

სამართალდამცავებმა სურამში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული გ.ჩ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 5 აგვისტოს, სურამში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, ავტომობილ „ნისან ტიდათი“ მოძრაობისას, მძღოლი ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე დედა-შვილს - 38 წლის შ.მ.-ს და 5 წლის ნ.ო.-ს დაეჯახა. ისინი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]