weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცხინვალელი ინალ ჯაბიევის საქმეზე დე ფაქტო შს სამინისტროს 8 თანამშრომელი გაათავისუფლეს

18:47 შაბათი, 29 აგვისტო 2020

ცხინვალის იზოლატორში სავარაუდოდ ცემის შემდეგ გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმეზე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობებიდან მოხსნეს.

ე.წ. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ თანამშრომლების ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.

დღესვე განცხადება გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა. მან ინალ ჯაბიევის ოჯახს მიუსამძიმრა და თქვა, რომ გამოსუწორებელი რამ მოხდა.

„სამართალდამცავი ორგანოების არაპროფესიონალიზმმა და უხეშმა თვითნებობამ ტრაგედია გამოიწვია. მისი გარდაცვალების ყველა გარემოების გამოძიება ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ გამოძიება ობიექტური და სწრაფი უნდა იყოს.

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივი ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე 27 აგვისტოს დააკავეს, 28 აგვისტოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც გარდაცვლილის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, სილურჯეები და სავარაუდოდ, ცემის კვალია აღბეჭდილი.

ცხინვალის რეჟიმი ჯერ არ ადასტურებს ვერსიას, რომ ინალ ჯაბიევი აწამეს. დე ფაქტო პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას ცხინვალში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა, რის შედეგადაც თანამდებობები დატოვეს ე.წ. მთავრობის თავმჯდომარემ ერიკ პუხაევმა და შს მინისტრმა იგორ ნანიევმა. აქციის მონაწილეები ე.წ. გენპროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომასაც ითხოვდნენ. ამ საკითხზე ე.წ. პარლამენტმა დღეს იმსჯელა და მისმა უმრავლესობამ პრეზიდენტს ჯაგაევის გადადგიმის მოთხოვნით მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]