weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მაშველებმა მდინარე სუფსაში დამხრჩვალი მეორე გოგონას ცხედარი იპოვეს

22:26 კვირა, 06 აგვისტო 2017

ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში მაშველებმა მდინარე სუფსაში გუშინ გაუჩინარებული 12 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. მას სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეებმა სოფელ ნასაკირალთან მიაგნეს.

სოფელ ძიმითში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გოგონები მდინარეში სურათის გადასაღებად შევიდნენ, როდესაც დინებამ გაიტაცა. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს კი დღეს საღამოს მიაკვლიეს.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]