weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

10:13 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში დღეიდან, 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. სამართალდამცველები სვანეთის რეგიონში საკარანტინო შეზღუდვებს 22 დღე აკონტროლებდნენ.

3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები განახლდება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს, მას შემდეგ დაწესდა, რაც კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. მესტიაში მყოფი ტურისტები საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 21 აგვისტოდან ყველა სოფელი, ლენჯერისა და დაბა მესტიის გარდა, გახსნილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]