weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა

17:20 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და სტაციონარშია გადაყვანილი. ჟურნალისტის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ტელევიზიაში შექმნილი ვითარების გამო, დღეს ეთერში არ გავა „ღამის კურიერი“.

„ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან ვიყავით მზად. შემუშავებული გვაქვს სამოქმედო პროტოკოლი, გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და კავშირზე ვართ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის კონტაქტების მოძიება, ჩვენც ვმუშაობთ ამაზე და შესაბამისი სტრუქტურაც. გარდა ამისა, ყველა იმ თანამშრომელს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ტესტი ჩაუტარდება და პასუხები მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

„კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადეს, რომ ინფიცირებული ჟურნალისტი თეონა ცხომელიძეა.

ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]