weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

10:29 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

„ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლამდე ქალი ბათუმიდან იყო და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კლინიკა „ბომონდში“ 20 სექტემბერს გარდაიცვალა. 60 წლის ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული 16 კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 80-ს აჭარბებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]