weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

11:00 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა ერთით გაიზარდა.

ამ მონაცმებით, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი 4140 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია – 24.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 20 სექტემბერს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ დაიღუპა 60 წლის ქალი, რომელიც იქ ოკუპირებული აფხაზეთიდან, გუდაუთის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. 21 აგვისტოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ორი პაციენტი. გუშინ, 22 აგვისტოს 23-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. როგორც დაავადებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან იყო.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. ბოლო პერიოდის სტატისტიკა ასეთია: 22 სექტემბერი – 218 შემთხვევა; 21 სექტემბერი – 193; 20 სექტემბერი – 196; 19 სექტემბერი – 187; 18 სექტემბერი – 182; 17 სექტემბერი – 179; 16 სექტემბერი – 196; 15 სექტემბერი – 170; 14 სექტემბერი – 165; 13 სექტემბერი – 152; 12 სექტემბერი – 158; 11 სექტემბერი – 87; 10 სექტემბერი – 57; 9 სექტემბერი – 44.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]