weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:31 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, 7 კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. ენდელაძის თქმით, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა – 469 თბილისში დადასტურდა, რეგიონებში არსებული ვითარება კი ასეთია:

აჭარა – 360

იმერეთი – 99

ქვემო ქართლი – 78

შიდა ქართლი – 15

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73

კახეთი – 46

გურია – 25

მცხეთა-მთიანეთი – 14

სამცხე-ჯავახეთი – 7

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, 8338 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 143 ინფიცირებულია გარდაცვლილი.

გუშინ, 18 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ხოლო გუშინწინ – 958.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]