weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავის I სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, 4 რაიონში გუნდური მეცადინეობები აიკრძალა

11:59 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020
ფოტოზე ირაკლი შიოშვილი ფოტოზე ირაკლი შიოშვილი

თელავის პირველი საჯარო სკოლა, მასწავლებლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. საკლასო ოთახებში გრძელდება სწავლა თელავის მეცხრე საჯარო სკოლაში, სადაც, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა.

მე-9 სკოლის დირექტორის, ნანა თვალიაშვილის, განცხადებით, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ინფიცირებული არავინაა.

„ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მოსწავლის მშობლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, არც მოსწავლე დადის სკოლაში. გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, დღეს, პირველ ცვლაში დასწრება ნაკლებია, თუმცა სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – უთხრა „რეგინფოს“ ნანა თვალიაშვილმა.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის რვიდან ოთხ მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში.

„თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა ასაკის ჯგუფების მობილობის და თავშეყრის შემცირების შესახებ. კერძოდ, გუნდური მეცადინეობების დროებით შეწყვეტა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა.

დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1186-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]