weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახეთში კორონავირუსის 176 აქტიური შემთხვევაა, იზოლაციაშია 870 ადამიანი

15:58 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

24 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 176 აქტიური შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 4 პირი კარანტინში იმყოფება.

კოვიდ-სასტუმროში ამჟამად იზოლირებულია 101 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება – 769 .

კახეთში დღეს კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ოქტომბერს – 24, 22 ოქტომბერს – 17, 21 ოქტომბერს – 20.

სექტემბრიდან დღემდე რეგიონში სულ 285 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია:

თელავი – 72

გურჯაანი – 53

ყვარელი – 53

ლაგოდეხი – 32

სიღნაღი – 30

ახმეტა – 28

დედოფლისწყარო – 11

საგარეჯო – 6

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში აცხადებენ, 285 ინფიცირებულიდან 109 უკვე გამოჯანმრთელებულია. მათივე ცნობით, ამჟამად კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 30 011  PCR ტესტირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]