weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებით NGO-ები განმარტებას ითხოვენ

17:35 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირებას ითხოვენ.

კოალიცია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით. კობახიძემ საზოგადოებას საუბრის დეტალები გააცნო.

გარდა ამისა, დღესვე, ტელეკომპანია „მთავარის" ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. ამ დროისათვის აპარატურა აღმოჩენილია, თუმცა კვლავაც უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

„როგორც, სავარაუდოდ, ფარული მოსმენის, ისე მოსმენის დეტალების გასაჯაროება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობისაგან.

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კი არ უნდა ახალისებდნენ მედიის მარგინალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება განსაკუთრებულია წინასაარჩევნო პერიოდში“, – ნათქვამია კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოებს „ქართულ ოცნებას“, განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF), რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი (AB), ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA), სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]