weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

10:32 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მანამდე ამავე საავადმყოფოში მუშაობდა. 

გარდაცვლილი 63 წლის იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა „კოვიდი“. თავდაპირველად ის სასტუმროში მოათავსეს, 6-ში კი გადმოიყვანეს კლინიკაში ფილტვის მძიმე, 45%-იანი დაზიანებით. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, პირდაპირ კლინიკაში იყო მოთავსებული, მაგრამ არ იყო მისი მდგომარეობა რთული და გადაწყვიტა, სასტუმროში ყოფილიყო. გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, მას ასევე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.

აჭარის რეგიონში ექიმის გარდაცვალების შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]