weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა – გამყრელიძე

13:13 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა. როგორც გამყრელიძე ამბობს, კოვიდით გარდაცვალების 49 შემთხვევა, რაც ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში – დაახლოებით 400-მდე იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც ხედავთ სტატისტიკიდან, ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ზრდა. ეს მოსალოდნელი იყო. როგორც წესი, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი, 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა. 49 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ მაღალია ჩვენთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის 29 არის ის მაჩვენებელი, როდესაც შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია“, – თქვა გამყრელიძემ.

48 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 99 ადამიანი გარდაიცვალა: გარდაცვალების 49 შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ხოლო 50 შემთხვევის შესახებ – გუშინ, 13 დეკემბერს. ბოლო მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]