weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაცია, სითბოც – იმნაძე შეზღუდვების თებერვლიდან მოხსნაზე

14:02 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თებერვლამდე შეზღუდვების გახანგრძლივება კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან არიდებას ემსახურება.

როგორც პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების შედეგები აჩვენებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის და ახლა მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს.

„ჩვენ რომ არ გვინდა იყოს ის, რასაც მესამე ტალღას ეძახიან, მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, ცოტა კიდევ გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რათა იმის გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაცია, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ გაცილებით უფრო მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს მოქმედი ყველა შეზღუდვა პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 10 იანვარს 1143 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 9 იანვარს – 2058.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]