weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გამყრელიძის ინფორმაციით, თებერვლიდან შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება

13:08 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა შემუშავდება.

გამყრელიძის თქმით, ჯერ არ არის მიღებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, მათ შორის, ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით.

„დღეს საბჭოზე განხილული იქნა ეს საკითხი. არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს.

პრინციპში, მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი.

ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის ძალიან მკაცრი მონიტორინგის, გაფართოებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობისა და უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციის ფონზე.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე 4964 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში, 25 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]