weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

14 წლის გოგოს გარდაცვალებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ

08:45 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გასული წლის ივლისში მისი შვილიშვილი 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, მათ კი ამის შესახებ ექვსი თვის შემდეგ გაიგეს, როდესაც სავარაუდო მოძალადემ გოგოს მიაკითხა.

„გააუპატიურა ერთმა კაცმა. ექსპერტიზის დასკვნის ჩამოსვლას ელოდა და დაიგვიანა ჩამოსვლა. ის ბიჭი არ იყო დაკავებული. ამაზე დარდობდა. ალბათ ემუქრებოდა, იმიტომ, რომ ბავშვი არაფერს ამბობდა. მაშინ 13.5 წლის იყო. ახლა, ექვსი თვის მერე მეორედ რომ მოაკითხა, მაშინ გავიგეთ, რომ გაუპატიურებული იყო. დღეს გავიგეთ, რომ ის დაკავებულია“, – აცხადებს ბავშვის ბაბუა.

სისხლის სამართლის კოდექსით, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

 

ამ თემაზე:

ქობულეთში 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის 23 წლის მამაკაცი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]