weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

სხვილოს ციხესთან ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

13:41 შაბათი, 13 თებერვალი 2021 hits 213

კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. გახელაძე რვა თვის წინ სწორედ ამ ტერიტორიიდან გაიტაცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა.

„იმ ადგილიდან, საიდანაც მოხდა ზაზა გახელაძის გატაცება, მოვუწოდეთ საზოგადოებას, ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურობისკენ, ბრძოლისკენ. რუსეთზე უნდა მოხდეს ზეწოლა, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე“, – განაცხადა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ.

აქციას შეუერთდა საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ მსგავსი აქციებისა და საზოგადოების აქტიურობის დახმარებით მოხდა მისი გათავისუფლება უკანონო ტყვეობიდან.

„ყველას ვალია მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს, ვისაც დროებით აღკვეთილი აქვთ თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

რუსი სამხედროების მიერ, 2020 წლის 11 ივლისს გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]