weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალციხეში ეკლესიის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

18:00 პარასკევი, 18 აგვისტო 2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, XIII საუკუნის ქრისტიანული ტაძრის გარშემო უნებართვოდ დაგებული ასფალტი აიღეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც ასფალტი დაასხა, ეკლესიის ირგვლივ ეზოს მოაწყობს და ჯებირებს გააკეთებს.

რამდენიმე კვირის წინ, სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაციის დროს კომპანია „ასტორიამ“ ეკლესიის გარშემო ასფალტი საკუთარი ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე დაასხა. კომპანიის ხელმძღვანელმა მალხაზ მანველიშვილმა განმარტა, რომ მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც მოაწესრიგეს.

ეკლესიის გარშემო ასფალტის დასხმას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ასფალტი ტაძარს აზიანებს და მის იერსახეს ამახინჯებს.

ასფალტის აყრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]