weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

12 წლის გოგონას მშობიარობის შემდეგ დაკავებულ მამაკაცს ბრალი 2 მუხლით დაუმძიმდა

14:14 შაბათი, 06 მარტი 2021

პროკურატურის განცხადებით, 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა – ზ.მ.-მ დაზარალებული გააუპატიურა და მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება 5 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს, გორის რაიონში, 12 წლის გოგონამ იმშობიარა. მოზარდი უკვე 13 წლისაა, ხოლო პოლიციის მიერ დაკავებული მამაკაცის ასაკი 50 წლამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]