weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ონში მიწისძვრა მოხდა

01:40 სამშაბათი, 23 მარტი 2021

დღეს, 23 მარტს, თბილისის დროით 01:10 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ონჭევში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო.

13 მარტს, ერთი საათის შუალებით ონის მუნიციპალიტეტში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. მათი სიმძლავრე 4.3 და 3.6 მაგნიტუდა იყო.

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია და ბევრი მიწისძვრა ხდება. სწორედ ამიტომ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ეწინააღმდეგებიან რაჭა-ლეჩხუმში დიდი, კაშხლოვანი ჰესების მშენებლობას.

ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

სქრინი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]