weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

22:41 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციოდ 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომში გაემგზავრა, სადაც ხანძარი 5 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელეული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკა სტიქიის ზონაში ვერ გადაადგილდება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, ღამით ისინი მუშაობას ვერ ახერხებენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა. დაახლოებით 24 საათის შემდეგ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა 21 აგვისტოს, საღამოს ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კვლავ გავრცელდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]