weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

COVID-19-ის პრევენციის მიზნით კასპის სამ სოფელში საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა

13:25 პარასკევი, 02 აპრილი 2021
შსს-ს ფოტო შსს-ს ფოტო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“, – აცხადებენ შსს-ში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 30 შიდა ქართლის რეგიონში იყო. 24 საათის განმავლობაში სულ 24 646 ტესტი ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]