weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:54 შაბათი, 03 აპრილი 2021

ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 729 კვლევის შედეგად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინდელთან შედარებით, დღეს „კოვიდ-19“ 51-ით მეტ მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.95%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.81%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85%-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 331, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი - 56

აჭარა - 51

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 50

შიდა ქართლი - 26

ქვემო ქართლი - 22

გურია - 17

კახეთი - 10

აჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10

მცხეთა-მთიანეთი - 6

სამცხე-ჯავახეთი - 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5394 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 3405 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1758 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.
  • 231 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

337 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 68 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, 8857 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსის 283 369 შემთხვევაა დადასტურებული. 274 145 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3804 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]