weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატიო კახელი ვარ, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში – პოზნერი

20:29 ორშაბათი, 05 აპრილი 2021

რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვა. მისი თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ერთგვარი ტრადიციაა, ეს უკვე ორჯერ გააკეთა, მესამე მცდელობის დროს კი მისი ვიზიტი „ოპოზიციამ გამოიყენა“.

„როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი ამას რა ვუწოდო - შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა თავი გამოეჩინათ ჩვენი ავტობუსისთვის კვერცხების სროლით, ჩვენი რესტორნის კედლებზე ბრახუნით, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ყვირილით, სტვენით და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება. რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღ“, – აცხადებს პოზნერი.

მისივე თქმით, საქართველოსა და ქართველების მიმართ წყენა არ აქვს.

„ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უეჭველად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, – ამბობს პოზნერი.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმროში მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა. რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა დაწესებულება პოლიციის დახმარებით დატოვეს და სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლეს. აქცია იქაც გაგრძელდა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველო, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პოზნერს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის, ოკუპაციის შესახებ კანონო არ დაურღვევია. ღარიბაშვილმა რუსი ჟურნალისტის ვიზიტის გამო გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, პროტესტის ფორმა გასცდა ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.

 

ამ თემზე:

პოზნერის მიმართ პროტესტით „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა – ღარიბაშვილი

შსს აცხადებს, რომ პოზნერმა ქვეყანა 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]