weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში – გამყრელიძე

12:00 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ სერიოზულად იმატა.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, უფრო და უფრო უარესდება. ახალი შემთხვევების რაოდენობამ სერიოზულად იმატა. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ ის“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 10-მდე კლასტერია, რომელიც დიდი თავშეყრების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების შედეგად გაჩნდა.

„თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდა, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს, 6 აპრილს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სადაც ვირუსი 463 ადამიანს დაუდასტურდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 5580 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 1892 საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]