weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:29 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 27 713 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინდელთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 210-ით შემცირდა.

6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.48%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.98%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 351, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 84

იმერეთი – 68

აჭარა – 61

შიდა ქართლი – 41

ქვემო ქართლი – 22

კახეთი – 18

მცხეთა-მთიანეთი – 20

გურია – 14

სამცხე-ჯავახეთი – 4

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6232 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 3957 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1984 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323.
  • 291 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეისთვის 352 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 63 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, 10 468 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს. აქედან 275 547 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3840 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]